суббота, 9 мая 2015 г.

1–ლი დღე

ტრენერი  და  კურსის  მონაწილეები  გავეცანით  ერთმანეთს.
გავეცანით  ინტელის  ძირითად   კურსს – პროექტებით  სწავლებას,  ზოდაგად მომივიხილეთ  მთელი  კურსის  ყველა  მოდული,  ძირითადი  დრო  დავუთმეთ  მოდული  1-ს,  რისი  განხილვის  შედეგადაც  გავიგეთ,  თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო  პროექტები,  როგორ  განსაზღვროთ  მათი მომზადებისთვის  საჭირო  სავარაუდო  დრო  და  დავიწყოთ  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  მუშაობა.  გაცეცანით  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  გადმოვიწერეთ  და  ფაილებად  შევინახეთ  შემდები  ინფორმაცია:
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი;
  • პროექტის გეგმის შაბლონი;
  • სასწავლო მიზნები;
  • რუბრიკების პორტფოლიო;
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
მოვახდინეთ  ფაილების  გაგზავნა  და  შენახვა  ინტერნეტით,  შევქმენით  პროექტის  პორტფოლიო,  რომელსაც  გამოვიყენებთ  კლასში  და  რომელიც  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებაში,  სასწავლო  მიზნების  მიღწევასა  და  მოსწავლეთათვის  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებაში  დაგვეხმარება.

3 комментария:

  1. საინტერესოდ არის წარმოდგენილი პირველი დგე. გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  2. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить
  3. მადლობა, შენც ასევე!

    ОтветитьУдалить