понедельник, 22 июня 2015 г.

მე – 9 – ე დღე

  დავასრულეთ  ინტელის  სასწავლო  კურსის – "პროექტყებით  სწავლება" – განხილვა.  მონაწილეებმა  წარვადგინეთ  ჩვენი  პროექტის  პორტფოლიო.  თითოეული  მათგანი  ერთობ  საინტერესო  და  ეფექტური  იყო.

воскресенье, 21 июня 2015 г.

მე - 8 - ე დღე

ჩემი პროექტის: "გეომეტრიული ფიგურები, ოთხკუთხედები, ამოზნექილი ოთხკუთხედები" პორტფოლიო


გავეცანით  მოდული  6-ს:  დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისათვის.
განვიხილეთ  აქტივობა  3:  მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.
მოცემული აქტივობის ფარგლებში შევქმენით რესურსი, რომელიც მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. დამხმარე მასალები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც მოსწავლემ უნდა მიიღოს შინაარსობრივი ნაწილის, პროცესისა და პროდუქტების შერჩევისას. აღნიშნული მასალების გამოყენებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის.
ეფექტური დამხმარე მასალები, ასევე, გვთავაზობს გარკვეულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები.

воскресенье, 7 июня 2015 г.

მე – 7 –ე დღე

განვაგრძეთ  სასწავლო  პროექტის გეგმაზე  მუშაობა.
ინტელის  საგანმანათლებლო  სახელმძღვანელოდან  განვიხილეთ  მოდული  6:  "დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისათვის";  გავეცანით  შემდეგ  აქტივობებს:

  • ყველა  მოსწავლის  საჭიროებების  გათვალისწინება;
  • თვითრეგულირების  უნარის  განვითარება  მოსწავლეებში;
  • მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებების  გათვალისწინება;
  • მასალების  მომზადება  მოსწავლეთა  წარმატების  ხელშეწყობის  მიზნით.
დავასრულეთ  და  კიდევ  ერთხელ  მიმოვიხილეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმა  და  გავაკეთეთ  რეფლექსია.
თითოეულმა  ჩვენგანმა  ავტვირთეთ  ჩვენი  პროექტის  პორტფოლიო  Drive-ში  და  გამოვაქვეყნეთ.

суббота, 6 июня 2015 г.

მე - 6 -ე დღე

განვაგრძეთ  მოდული  4-ის  განხილვა  და  დავასრულეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შედგენა.
განვიხილეთ  მოდული  5:  ”მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება”,  რისი  მეშვეობითაც  გავეცანით  თუ  როგორ  შეიძლება  გამოვიყენოთ  რუბრიკები,  ქულების  მინიჭების  სქემები  და  ჩეკლისტები  შინაარსის  ათვისების,  21-ე  საუკუნისა  და  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  განვითარებისათვის  ჩვენს  პროექტზე  მუშაობისას.
შევიმუშავეთ  შეფასებების  გეგმა  და  ინტელის  საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან  გამოვიყენეთ  პროექტების  შეფასების  ფორმები  ჩვენი თემისთვის  განკუთვნილი  შემაჯამებელი   შეფასების  შესაქმნელად.

воскресенье, 31 мая 2015 г.

მე – 5 –ე დღე

განვიხილეთ  მოდული 3:  კავშირები,  სადაც  აღნიშნულია  თუ  როგორ  მივაღწიოთ სტანდართებით  განსაზღვრულ  შედეგებს  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  სასწავლო გარემოში.  გავეცანით ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებულ   სამართლებრივი  და  ეთიკური  პრაქიკის  მოდელირებას  და  სწავლებას.
ასევე,  დავიწყეთ  მოდული  4–ის:  სასწავლო  ნიმუშის  შექმნის  განხილვა,  შევადგინეთ მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  რაც  დაგვეხმარება  მოსწავლეთა  შესაძლებლობების შეფასებაში  პროექტის  შედგენის  დროს.

Proof - Opposite Sides of Parallelogram Congruent