დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსის – "პროექტყებით სწავლება" – განხილვა. მონაწილეებმა წარვადგინეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო. თითოეული მათგანი ერთობ საინტერესო და ეფექტური იყო.
понедельник, 22 июня 2015 г.
воскресенье, 21 июня 2015 г.
მე - 8 - ე დღე
ჩემი პროექტის: "გეომეტრიული ფიგურები, ოთხკუთხედები, ამოზნექილი ოთხკუთხედები" პორტფოლიო
გავეცანით მოდული 6-ს: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
გავეცანით მოდული 6-ს: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
განვიხილეთ აქტივობა
3: მასალების მომზადება მოსწავლეთა
წარმატების ხელშეწყობის მიზნით.
მოცემული
აქტივობის ფარგლებში შევქმენით რესურსი, რომელიც მოსწავლეებს პროექტზე
მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. დამხმარე
მასალები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც
მოსწავლემ უნდა მიიღოს შინაარსობრივი ნაწილის, პროცესისა და პროდუქტების
შერჩევისას. აღნიშნული მასალების გამოყენებით და მათი საჭიროებების
გათვალისწინებით, მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი უნარ-ჩვევების
განვითარებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის.
ეფექტური
დამხმარე მასალები, ასევე, გვთავაზობს გარკვეულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც
შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები.
воскресенье, 7 июня 2015 г.
მე – 7 –ე დღე
განვაგრძეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან განვიხილეთ მოდული 6: "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის"; გავეცანით შემდეგ აქტივობებს:
- ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება;
- თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში;
- მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება;
- მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.
დავასრულეთ და კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა და გავაკეთეთ რეფლექსია.
თითოეულმა ჩვენგანმა ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო Drive-ში და გამოვაქვეყნეთ.
თითოეულმა ჩვენგანმა ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიო Drive-ში და გამოვაქვეყნეთ.
суббота, 6 июня 2015 г.
მე - 6 -ე დღე
განვაგრძეთ მოდული 4-ის
განხილვა და დავასრულეთ
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის
შედგენა.
განვიხილეთ მოდული 5: ”მოსწავლეთა პროექტების შეფასება”, რისი მეშვეობითაც გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.
შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.

воскресенье, 31 мая 2015 г.
მე – 5 –ე დღე
განვიხილეთ მოდული 3: კავშირები, სადაც აღნიშნულია თუ როგორ მივაღწიოთ სტანდართებით განსაზღვრულ შედეგებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივი და ეთიკური პრაქიკის მოდელირებას და სწავლებას.
ასევე, დავიწყეთ მოდული 4–ის: სასწავლო ნიმუშის შექმნის განხილვა, შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა შესაძლებლობების შეფასებაში პროექტის შედგენის დროს.
ასევე, დავიწყეთ მოდული 4–ის: სასწავლო ნიმუშის შექმნის განხილვა, შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა შესაძლებლობების შეფასებაში პროექტის შედგენის დროს.
суббота, 30 мая 2015 г.
მე – 4 – ე დღე
განვაგრძეთ მოდული 2–ის განხილვა, შევიმუშავე ჩემი პროექტისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
პროექტის თემაა:
"გეომეტრიული ფიგურები, ოთხკუთხედები, ამოზნექილი ოთხკუთხედები."
"გეომეტრიული ფიგურები, ოთხკუთხედები, ამოზნექილი ოთხკუთხედები."
ზოგადი კითხვა:
- სად შეიძლება შევხვდეთ თანმიმდევრობასა და წესებს?
თემატური კითხვა:
- როგორ შეუძლია გეომეტრიას დაგვეხმაროს სამყაროს შემეცნებაში?
შინაარსიბრივი კითხვა:
- რომელი გეომეტრიული ფიგურები ვიცით?
- ჩამოთვალეთ ოთხუთხედის სახეები.
გავეცანით აქტივობა 3–ს, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები/მიზნები, რომელთაგან 4 განმავითარებელია და 1 – განმსაზღვრელი.
განმავითარებელი შეფასების მიზანია:
- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- პროგრესის მონიტორინგი;
- ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
განმსაზღვრელი შეფასების მიზანია:
- მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ–ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
აღნიშნული შეფასების მეთოდების გამოყენებთ განვაგრძე ჩემს სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
вторник, 26 мая 2015 г.
მე – 3 – ე დღე
გავეცანით მოდული 2 – ს: სასწავლო პროექტის დაგეგმვა, განვაგრძეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, განვიხილეთ სტანდარტების განსაზღვრა და მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისათვის, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კკითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
воскресенье, 10 мая 2015 г.
მე – 2 – ე დღე
განვავრცეთ მოდული 1, გაცეცანით აქტივობა 4 – ს: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. განვიხილეთ რესურსების ჩანართის ჯგუფი, გავეცანით ბუკლეტის შაბლონს და ინდივიდუალურად, ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის თემასთან დაკავშირებით, დავამზადეთ ბუკლეტები.
суббота, 9 мая 2015 г.
1–ლი დღე
ტრენერი და კურსის
მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს.
გავეცანით ინტელის ძირითად კურსს – პროექტებით სწავლებას, ზოდაგად მომივიხილეთ მთელი კურსის ყველა მოდული, ძირითადი დრო დავუთმეთ მოდული 1-ს, რისი განხილვის შედეგადაც გავიგეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. გაცეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, გადმოვიწერეთ და ფაილებად შევინახეთ შემდები ინფორმაცია:

- 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები;
- პორტფოლიოს ჩეკლისტი;
- პროექტის გეგმის შაბლონი;
- სასწავლო მიზნები;
- რუბრიკების პორტფოლიო;
- პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)