воскресенье, 31 мая 2015 г.

მე – 5 –ე დღე

განვიხილეთ  მოდული 3:  კავშირები,  სადაც  აღნიშნულია  თუ  როგორ  მივაღწიოთ სტანდართებით  განსაზღვრულ  შედეგებს  მოსწავლეზე  ორიენტირებულ  სასწავლო გარემოში.  გავეცანით ტექნოლოგიების  გამოყენებასთან  დაკავშირებულ   სამართლებრივი  და  ეთიკური  პრაქიკის  მოდელირებას  და  სწავლებას.
ასევე,  დავიწყეთ  მოდული  4–ის:  სასწავლო  ნიმუშის  შექმნის  განხილვა,  შევადგინეთ მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი,  რაც  დაგვეხმარება  მოსწავლეთა  შესაძლებლობების შეფასებაში  პროექტის  შედგენის  დროს.

Proof - Opposite Sides of Parallelogram Congruent

ოთხკუთხედები

суббота, 30 мая 2015 г.

მე – 4 – ე დღე

   განვაგრძეთ  მოდული  2–ის  განხილვა,  შევიმუშავე  ჩემი  პროექტისთვის მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები.
პროექტის   თემაა:
"გეომეტრიული  ფიგურები,  ოთხკუთხედები,  ამოზნექილი  ოთხკუთხედები."

ზოგადი  კითხვა:
  • სად  შეიძლება  შევხვდეთ  თანმიმდევრობასა  და  წესებს?
თემატური  კითხვა:
  • როგორ  შეუძლია  გეომეტრიას  დაგვეხმაროს  სამყაროს  შემეცნებაში?
შინაარსიბრივი  კითხვა:
  • რომელი  გეომეტრიული  ფიგურები  ვიცით?
  • ჩამოთვალეთ  ოთხუთხედის  სახეები.
      გავეცანით  აქტივობა  3–ს,  განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები/მიზნები,  რომელთაგან  4  განმავითარებელია  და  1 – განმსაზღვრელი.
განმავითარებელი  შეფასების  მიზანია:
  •  მოსწავლეთა  საჭიროებების  შეფასება;
  • თვითრეგულირებისა  და  თანამშრომლობის  ხელშეწყობა;
  • პროგრესის მონიტორინგი;
  • ნასწავლის  გააზრების  შემოწმება  და  მეტაკოგნიტური  აზროვნების  ხელშეწყობა.
განმსაზღვრელი  შეფასების  მიზანია:
  • მასალის  გაგებისა  და  ამა  თუ  იმ  უნარ–ჩვევის  ათვისების  ხარისხის  შემოწმება  სტანდარტთან  შესაბამისობით.
   აღნიშნული  შეფასების  მეთოდების  გამოყენებთ  განვაგრძე  ჩემს  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  მუშაობა.

вторник, 26 мая 2015 г.

მე – 3 – ე დღე

გავეცანით  მოდული   2 – ს:  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვა,  განვაგრძეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  მუშაობა,  განვიხილეთ  სტანდარტების  განსაზღვრა  და  მიზნების  შემუშავება  სასწავლო  პროექტისათვის,  მოვახდინეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კკითხვების  ფორმულირება,  რომლებიც  ხელს  უწყობს  მოსწავლეთა  ჩართულობას.

воскресенье, 10 мая 2015 г.

მე – 2 – ე დღე

განვავრცეთ  მოდული  1,  გაცეცანით  აქტივობა  4 – ს:  პუბლიკაციის  მომზადება  პროექტებით  სწავლების  თემაზე.  განვიხილეთ  რესურსების  ჩანართის ჯგუფი,  გავეცანით  ბუკლეტის  შაბლონს  და  ინდივიდუალურად,  ჩვენს  მიერ  შერჩეული  პროექტის  თემასთან  დაკავშირებით,  დავამზადეთ  ბუკლეტები.

суббота, 9 мая 2015 г.

1–ლი დღე

ტრენერი  და  კურსის  მონაწილეები  გავეცანით  ერთმანეთს.
გავეცანი  ინტელის  ძირითად   კურსსპროექტებით  სწავლებას,  ზოდაგად მომივიხილეთ  მთელი  კურსის  ყველა  მოდული,  ძირითადი  დრო  დავუთმეთ  მოდული  1-ს,  რისი  განხილვის  შედეგადაც  გავიგეთ,  თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო  პროექტებიროგორ  განსაზღვროთ  მათი მომზადებისთვის  საჭირო  სავარაუდო  დრო  და  დავიწყოთ  სასწავლო  პროექტის  გეგმაზე  მუშაობაგაცეცანით  21-  საუკუნის  უნარ-ჩვევებსგადმოვიწერეთ  და  ფაილებად  შევინახეთ  შემდები  ინფორმაცია:
  • 21- საუკუნის უნარ-ჩვევები;
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი;
  • პროექტის გეგმის შაბლონი;
  • სასწავლო მიზნები;
  • რუბრიკების პორტფოლიო;
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
მოვახდინეთ  ფაილების  გაგზავნა  და  შენახვა  ინტერნეტითშევქმენით  პროექტის  პორტფოლიორომელსაც  გამოვიყენებთ  კლასში  და  რომელიც  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესებაშისასწავლო  მიზნების  მიღწევასა  და  მოსწავლეთათვის  21-  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებაში  დაგვეხმარება.